Thursday, August 22, 2013

...

პროექტის   სახელწოდება
„ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე“
პროექტის მთავარი იდეა
ლანჩხუთში არსებული დღის ცენტრ „იავნანას“და  საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი „მომავლის სხივის“ მოსწავლეებისათვის საქველმოქმედო აქციის მოწყობა და საკონცერტო პროგრამის მომზადება.
პროექტის აქტუალობა
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გამოსული ბავშვების თანადგომა და დახმარება.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებში საინიციატივო მოტივაციის ამაღლება, შეჭირვებული თანაკლასელებისა, თუ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება. ამ აქციაში ნებისმიერი მსურველის ჩართვა, სხვა სკოლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების გაღრმავება, ტანსაცმლისა თუ  სასწავლო და საოჯახო ნივთების შეგროვება და კონცერტის დამთავრებისას გადაცემა.
პროექტში მონაწილეთა  რაოდენობა და ასაკი
ინიციატორები სამოქალაქო კლუბი „P.S”-ის წევრები 15 მოსწავლეხოლო მონაწილეების რაოდენობა შეუზღუდავი. მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა
1-15 ოქტომბერი. (პროექტი მეორდება გაზაფხულზე 14-25 აპრილი)
მოსალოდნელი შედეგები
რაიონის სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა და  შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობის   მცირედ გაუმჯობესება.  
პროექტისათვის საჭირო რესურსები
სამოქალაქო კლუბის წევრები, სკოლის მოსწავლეები.
პროექტის მსვლელობა
სამოქალაქო კლუბის წევრები შედიან კლასებში და მოსწავლეებს აცნობებენ ინიციატივის შესახებ. კერძოდ, მოსწავლეებს შეუძლიათ მოიტანონ შეჭირვებული თანატოლებისთვის ტანსაცმელი,ფეხსაცმელი, სასკოლო ნივთები.  პარარელურად კლუბის წევრები დადიან სხვა სკოლების კლუბის წევრების ინფორმირებისთვის და მათი აქციაში  ჩართვისთვის. ასევე გამოიყოფა კლუბის სამი წევრი,რომლებიც წინასწარი შეთანხმებით შეხვდებიან რაიონის ხელმძღვანელობას გააცნობენ კლუბის ინიციატივას და
 მოიწვევენ მათ საზეიმო კონცერტზე პროექტის ბოლო დღეს.
სკოლაში გამოიყოფა ოთახი შემოწირულობების შესანახად. ყოველდღიურად ჩატარდება რეპეტიციიები, დამუშავდება საკონცერტო პროგრამა.
პროექტის ბოლო დღეს საზეიმო კონცერტზე
მოწვეული იქნებიან დღის ცენტრ „იავნანას“ ხელმძღვანელობა და აღსაზრდელები, ასევე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის „მომავლის სხივი“ აღსაზრდელები დედობილ-მამობილთან ერთად. მათ მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ სურვილისამებრ საკონცერტო ნომრები და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებაში. მოწვეული იქნებიან რაიონის ხელმძღვანელობა, რესურსცენტრის ხელმძღვანელობა და აქციაში მონაწილე კლუბების წევრები და ლიდერები, ასევე რაიონული გაზეთებიდან ჟურნალისტები.
ღონისძიების ბოლოს მოხდება შემოწირულობის გადაცემა. მსურველებს მიეცემათ საშუალება თავიანთი აზრი  გამოთქვან ამ ინიციატივის შესახებ.  

პროექტის ხელმძღვანელი
ირმა კვაჭანტირაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
kvachantiradzeirma@gmail.com


No comments:

Post a Comment